English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ იური ანანიაშვილი
ბაზრის მოდელის შეფასება შეზღუდული ინფორმაციის პირობებში

სტატიაში შემოთავაზებულია ტიპური ბაზრის ორი რეგრესიული განტოლებისგან შემდგარი მოდელის შეფასების მეთოდი, რომელიც, ბაზრის მექანიზმის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოთხოვნისა და მიწოდების ფუნქციების ნაწილობრივი ან სრული იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა იმ შემთხვევაშიც კი, როცა ხელმისაწვდომია მხოლოდ ფასებისა და გაყიდვების მონაცემები. ტრადიციული მიდგომებისაგან განსხვავებით, შემოთავაზებული მეთოდი ეფუძნება დაშვებას, რომ მონაცემთა მოცემულ შერჩევაში შემავალი ფასისა და რაოდენობის ყოველი წყვილი შეიძლება ბაზრის წონას¬წორობას არ ასახავდეს.
მოდელის შეფასება ორ ეტაპად ხდება. პირველ ეტაპზე ფასებისა და გაყიდვების მონაცემებისაგან შემდგარი შერჩევით ვაფასებთ გაყიდვების წირს და ვსაზღვრავთ მისი მაქსიმუმის წერტილს, რომელიც ასევე ბაზრის შესაძლო წონასწორობის წერტილია. მეორე ეტაპზე, წონასწორობის წერტილის გათვალისწინებით, მონაცემების მთლიან შერჩევაში გამოვყოფთ მოთხოვნისა და მიწოდების განმსაზღვრელ ქვეშერჩევებს და ვაგებთ მათ შესაბამის განტოლებებს.
მეთოდის პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობა ილუსტრირებულია საქართველოს შრომის ბაზრის მაგალითზე.
საკვანძო სიტყვები: ბაზრის მოდელი, მიწოდების ფუნქცია, მოთხოვნის ფუნქცია, გაყიდვების წირი, სამუშაო ძალის დასააქმების წირი, წონასწორობის წერტილი.

შესავალი

ზოგიერთი ეკონომიკური ობიექტის შესასწავლად აუცილებელია გამოვი¬ყენოთ რამდენიმე ენდოგენური ცვლადისა და განტოლებისაგან შემდგარი მოდელი. ასეთი ობიექტების რიცხვს მიეკუთვნება პროდუქტებისა და ეკონომიკური რესურსების ბაზრები, რომელთა დასახასიათებლად, ზოგად შემთხვევაში, საჭიროა მინიმუმ ორი განტოლებისაგან შემდგარი მოდელი, ამასთან, ერთი განტოლება უნდა აღწერდეს შესაბამის საქონელზე ან რესურსზე მოთხოვნის, მეორე განტოლება კი - მიწოდების კანონზომიერებას. უმარტივეს შემთხვევაში, როცა მოთ¬ხოვნასა და მიწოდებაზე ზემოქმედი ყველა ფაქტორი, ფასის გარდა, დაფიქსი¬რებულია, და საქმე გვაქვს ტიპურ ბაზართან, ასეთი მოდელის ვარიანტს შემდეგი სახე აქვს:

მეორე მხრივ, ბაზრის (3)-(5) მოდელის  სპეციფიკაციის ცვლილებას განტოლებებში დამატებითი ფაქტორული ცვლადების ჩართვის გზით.  მაგალითად, თუ გვინდა  მოთხოვნისა და მიწოდების განტოლებები ერთდროულად გახდეს იდენტიფი-ცირებადი,  საჭიროა მიწოდების განტოლებაში, ფასთან ერთად, ჩავრთოთ მინიმუმ ერთი ისეთი ფაქტორი, რომელიც მიწოდების განმსაზღვრელია, მაგრამ არ მონაწილეობს მოთხოვნის ფორმირებაში, ხოლო მოთხოვნის განტოლებაში – მინიმუმ  ერთი  ისეთი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნის სიდიდეს, მაგრამ  არ მონაწილეობს მიწოდების ფორმირებაში [მაგ. Кейн Э., 1977].  ამ შემთხვევაში  ბაზრის  იდენტიფიცირებადი მოდელის ვარიანტს შემდეგი წრფივი სისტემა შეესაბამება: 

ნახ. 2-ის აგებისას დავუშვით, რომ w-ს  მნიშვნელო¬ბათა არეს წარმოადგენს [0, w_U], სადაც 0 არის რეალური ხელფასის ქვედა ზღვრული მნიშვნელობა, რომლის დროსაც ბაზარს შრომა არ მიეწოდება;  w_U არის რეალური ხელ¬ფასის  რაიმე ზედა ზღვრული მნიშვნელობა. ასეთად შეიძლება ჩავთვალოთ, მაგალითად,  w-ს ის უკიდურესი მნიშვნელობა, რომლისთვისაც ფირმები სამუშაო ძალის დაქირა¬ვებაზე საერთოდ უარს იტყვიან და შეწყვეტენ ფუნქციონირებას.

 

დასკვნა

დასასრულს ყურადღებას გავამახვილებთ ერთ მეტად მნიშვნელოვან გარემოებაზე. აქამდე, ბაზრის ანალიზისას, ვიხილავდით მოდელს, რომელშიც მიწოდებასა და მოთხოვნას მხოლოდ ერთი საერთო ამხსნელი ცვლადი განსაზღვრავდა. ცხადია, ასეთ სიტუაციაში აპრიორულად ვგულისხმობდით, რომ მოცემული ამხსნელი ცვლადი, მაგალითად, რეალური ხელფასი შრომის ბაზრის მოდელში, კორელაციაში არ იმყოფება მიწოდებისა და მოთხოვნის შესაბამისი განტოლებების შეცდომის u^S და u^D წევრებთან. ეს დაშვება უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, შეფასებების გადაუადგი¬ლებ¬ლობას, მეორე მხრივ, იმას, რომ შეცდომის u^S და u^D წევრებიდან შრომის მიწოდებასა და მოთხოვნაზე მოქმედი სხვა გაუთვალისწინებელი ფაქტორების ცხადი სახით გამოყოფა და წყვილურის ნაცვლად მრავლობითი რეგრესიების აგება და შეფასება, გავლენას არ იქონიებს რეალური ხელფასის შესაბამის დახრის კოეფიციენტებზე . უფრო მეტიც, ამ დაშვების პირობებში მნიშვნელოვნად მარტივია ბაზრის ახალ წონასწორობაში გადასვლის ვარიანტების განხილვა, რაც ეკონომიკურ თეორიაში „სხვა თანაბარი პირობების ცვლილების“ შედეგის სახელწოდებით არის ცნობილი. მაგრამ თუ აღნიშნული დაშვების მართებულობას ეჭვქვეშ დავაყენებთ და ჩავთვლით, რომ შრომის მიწოდებასა და მოთხოვნას რეალურ ხელფასთან კორელაციაში მყოფი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც განსაზღვრავს, მაშინ ბაზრის მოდელის შეფასების ზემოთ განხილული მიდგომა შესაბამის მოდიფიცირებას უნდა დაექვემდებაროს [მაგ. Ananiashvili I., 2018]..

ლიტერატურა:
Wooldridge J. (2012). Introductory Econometrics: A Modern Approach. Cengage Learning, 5th Edition, - 912 p.
Greene W. (2012) Econometric Analysis. 7th Edition, Prentice Hal.
Кейн Э. (1977). Экономическая статистика и эконометрия. Введени в количественный экономический анализ. Перевод с английского. М. Статистика. Выпуск 1 и 2.
Козелецкая Т.А. (2014). Кривая продажа товара как функция покупок многими потребителями. Научно-технические ведомости Санкт-Петербургского государственного политехнического университета. Экономические науки. № 6(209)
Магнус Я.Р., Катышев П.К., Пересецкий А.А. (2005). Эконометрика. Начальный курс: М.: Издательский дом «Дело» , 504 с.
Варшавский А.Е., Кочеткова Е.В. (2018). Моделирование показателей спроса и предложения инженерно-технических специалистов // Экономический анализ: теория и практика. – 2018. – Т. 17, № 5. – С. 886 – 905.
https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba
Ananiashvili I. (2018). Dependence of Aggregate Supply on the Main Factors Prices of Production. Bulleten of the Georgian National Academy of sciences. Vol. 12, no. 1.

Keywords: Market model, supply function, demand function, sales line, workforce employment line, equilibrium point.
JEL Codes: D47, D82, J21